წინანდლის სამუსიკო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ნუნუ მამალაშვილის იუბილე აღინიშნა

წინანდლის სამუსიკო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ნუნუ მამალაშვილის იუბილე აღინიშნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ღვაწლმოსილი პედაგოგის, სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილის, ნუნუ მამალაშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნა. „52 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, ქალბატონმა ნუნუმ არაერთი თაობა აღზარდა და აზიარა მუსიკის სიყვარულს.

შემოქმედებით საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ნუნუ მამალაშვილს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის სიგელი გადასცა. წლების მანძილზე გაწეული შრომისა და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვს, ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - არჩილ თხლაშიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წინანდლის სამუსიკო სკოლის პედაგოგები, აღსაზრდელები და კურსდამთავრებულები“, - ნათქვამია პრესრელიზში.