რუსთავში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს და დაახლოებით 310 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია სამი პირი და მათი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

























