ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში საიუბილეო აქცია გაიმართება

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მძლავრი ონკოლოგიის ცენტრი 3 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით 1-ელი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ონკოლოგიის ცენტრი პაციენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს: ონკოლოგიის კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ კვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტორეზონანსულ კვლევაზე.
„ონკოლოგიის ცენტრი ქუთაისში 2015 წელს გაიხსნა და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. დამონტაჟებულია ორი სხივური ამაჩქარებელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები, მიზნობრივად დასხივდეს. პაციენტებს მკურნალობის სრულ სპექტრს ადგილობრივი და უცხოელი ექიმები სთავაზობენ“, - ნათქვამია სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქციის ფარგლებში პაციენტების მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით: 2 55 05 05.
მის: ქუთაისი; ჯავახიშვილის ქ. 85

























