ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი განახლდა

ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აკადემიაში წელს სტუდენტები განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით სწავლას შეძლებენ. საზღვაო აკადემიაში წელს პირველ კურსზე 500 სტუდენტი ჩაირიცხა.
როგორც საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წელს აბიტურიენტებისთვის ბათუმის საზღვაო აკადემია ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასაწავლებელთა შორის მოხვდა.

























