ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან: ლადო მგალობლიშვილთან, ილია ვერძაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან: ინგა შამილიშვილთან და ზაალ მიქელაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აკადემიის კურსანტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებზე აბიტურიენტთა მოთხოვნის თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით, ლიდერია - 2018-2019 სასწავლო წლისათვის გამოცხადებული 500 ვაკანტური ადგილიდან აქ 500-ვე შეივსო.

ახალი სასწავლო წელს უმაღლესი სასწავლებელი სიახლეებით შეხვდა - ღონისძიების პარალელურად, აქ საზეიმოდ გაიხსნა ელექტრონული რუკებისა და გემის მართვის სასიმულაციო და სამანქანე განყოფილების სიმულაციური აუდიტორიები, სატვირთო ოპერაციების სიმულატორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო