„ნაცმოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საჩივრების რაოდენობის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საჩივრების რაოდენობის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ პარტიის წევრებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიის კედლებზე 140 საჩივარი გააკრა. მისი მტკიცებით, არჩევნების გამოცხადების დღიდან ამ დრომდე სწორედ 140 საჩივარი დაიწერა.

“მირანდა მესხი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საოლქო საარჩევნო კომისია აქცია შტაბად, ცდილობს დამალოს სტატისტიკა. თვალსაჩინოდ გავუკარით საჩივრები, რომ მან იცოდეს, ვერ შეასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებას და ვერ დამალავს ვერც ერთ საჩივარს. ერთ ოლქში ამდენი საჩივრის დაწერა აყენებს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს“, - განაცხადა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უარყოფს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი თქმით, ოლქში არა 140, არამედ 40 საჩივარი დაიწერა, რომელიც რეგისტრირებულია და ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზეც.

„მას შეუძლია გაასაჩივროს განკარგულებები და მიღებული გადაწყვეტილებები. არ ვიცი, ეს ციფრი 140 საიდან მოვიდა“, - აღნიშნა მესხმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა