გორში, სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სააღმზრდელო დაწესებულება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ პატარებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას. მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესაძლებლობა. პირველი 6 წელი ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. 6 წლამდე ბავშვს სათანადო სააღმზრდელო გარემო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეხმარება განათლების მომდევნო საფეხურების წარმატებით გადალახვაში“, - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ახლადგახსნილ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 50 ბავშვი ირიცხება.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა.

ფხვენისის საბავშვო ბაღი, რომელსაც რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ჩაუტარდა, მოუწესრიგებელი შენობის გამო 27 წელი არ ფუნქციონირებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა