ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად შემოსავლების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტეს და ავტომობილებს არ ატარებენ

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ბათუმში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას ამ დრომდე განაგრძობენ. მძღოლებმა პროტესტის ნიშნად შემოსავლების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტეს და ავტომობილებს არ ატარებენ.

შეკრებილები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობასთან შეხვედრას ითხოვენ და განმარტავენ, რომ ბოლო ორი თვეა თურქეთის მიმართულებით საერთაშირისო გადაზიდვებს ვერ ახორციელებენ. მათივე თქმით, თურქეთში გადასასვლელად სპეციალური დოკუმენტაცია სჭირდებათ, რომელსაც თურქული მხარე აღარ გასცემს. მძღოლების თქმით, თურქულ სატვირთო ავტომობილებს მსგავსი პრობლემა საქართველოში არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას ორი თვის განმავლობაში სისტემატურად მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა