ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2018“-ს უმასპინძლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2018“-ს მასშტაბური ღონისძიებებით უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო, ამ დღის აღსანიშნავად ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

მათივე ცნობით, სტუმრებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები მასპინძლობდნენ.

ადგილობრივ მეწარმეთა მიერ მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ქართული ღვინის დაგემოვნება. ასევე, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო გამოფენა და გაიმართა შემეცნებითი აქტივობები, გამარჯვებული კონკურსანტები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა საზეიმოდ დაჯილდოვა.

„აღსანიშნავია, რომ „ჰერეთობა-2018“-ს ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, გაგა კახიანი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს