ანონსი  2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს, 09.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული გაიხსნება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

2 ოქტომბერს, 09:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან სტარტს აიღებს უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი.

2 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში, COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრას ოფიციალურად გახსნის.

მის.: მერაბ კოსტავას #77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართ., გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზი.

2 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამინიტროში სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. №14 (სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“)

2 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი, რომელიც დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - კანონპროექტის არჩევნებამდე შეჩერება არსებული საფრთხე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავა ქ. N7

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე საბურთალოს #85 ქუჩის მოსახლეობა კლდის მოჭრას და კორპუსის დაგეგმილ მშენებლობას გააპროტესტებს.

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნაჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი ბრიფინგს გამართავენ.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, სამხედრო ექსპერტის, ირაკლი ალადაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება „ლუგარის ლაბორატორიაზე“; ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოში.

მის.: ა. წერეთლის #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის მოწინააღმდეგეები იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. განცხადება „ომეგა ჯგუფის“ სათაო ოფისში გაკეთდება.

მის.: ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი კობა კობალაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტი და უთანხმოება გუნდში, რომელიც შესაძლოა გამწვავდეს; სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და არასამთავრობოების პროტესტი; „ომეგას“ საქმე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში" გაიმართება შშმ პირების გაძლიერების პრინციპების პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ბიზნესის მიერ, შშმ პირების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამართავს კვლევის პრეზენტაციას “გენდერული ძალადობა სექს-მუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება”.

მის.: თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიარდ მერიოტი“

2 ოქტომბერს, 11:00 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა, 12:00 საათზე კი - მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ბუენოს აირესი, 6-18 ოქტომბერი) საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია.

მის: მაჩაბლის ქ. #11

საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე - 599 58 00 01

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნინოწმინდაში (კულტურის სახლი, ტერიანის N 1), ახალქალაქში, 14:00 საათზე (კულტურის სახლი, ჩარენცის N 13) და ასპინძაში 17:00 საათზე (კულტურის ცენტრი, რუსთაველის N 4) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავს

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რა პრობლემები ექმნებათ იმერეთში ჩასულ ტურისტებს. გაიზარდა თუ არა მათი მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით და რა კეთდება რეგიონში ტურისტების უფრო მოსაზიდად.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50.

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” საერთაშორისო კომპანია “Applus+” -ის ვიცე პრეზიდენტი ჰანს-იურგენ შიმპგენი და კომპანია “გრინვეი საქართველოს” მენეჯმენტი პრესკონფერენციას გამართავენ, რომლებიც “გრინვეი საქართველოს” და “Applus+”-ის საქართველოში ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებს წარადგენენ.

მის.: მერაბ კოსტავას #14

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ლუნა გრუპი" და რესტორანი "საბატონი" ჟურნალისტებს და კრიპტოვალუტით დაინტერესებულ პირებს რესტორან "საბატონი"-ში ალაფურშეტზე ეპატიჟება.

ღონისძიებაზე გათამაშებაც გაიმართება. გამარჯვებული კი საჩუქრად "აისი კოინის" გარკვეულ რაოდენობას მიიღებს.

მის: გულუას ქუჩა #3

რესტორანი "საბატონი"

ტელ: 555 56 96 44

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისის წევრი თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს წერილით მიმართავს.

თემა: ახალციხის პოლიციაში მომხდარი ფაქტის (ცეცხლსასროლი იარაღი გასაუბრებაზე) შესწავლის მოთხოვნა.

მის.: აღმაშენებლის #150

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

2 ოქტომბერს, 13:30 საათზე, წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯი 135 წლის იუბილეს იზეიმებს, რომელზეც პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მთელს საქართველოში განხორცილებული საპოლოტე ინიციატივის – „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: მცხეთის რაიონის სოფელი წინამძღვრიანთკარი

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „Sputnik-საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებში „თბილისობის" დღესასწაულის აღნიშვნას ეძღვნება – წელს „თბილისობას" თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად აღნიშნავენ.

მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №61, С ბლოკი, მე-5 სართული

ტელ.: 555 90 89 77

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სემეკი საჯარო სხდომაზე განიხილავს „მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის განხორციელებას რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. მის.: ა. მიცკევიჩის ქ. N19

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს“ მიერ საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სამინისტროში ანსამბლის წევრებს უმასპინძლებს და კონკურსში მოპოვებულ გამარჯვებას პირადად მიულოცავს.

მის: სანაპიროს 4

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაიმართება ბრიფინგი „ომეგა ჯგუფის“ თემაზე.

მის: გორგასლის #16 მე-6 სართული

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს აპრლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული).

2 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან შეხვედრას გამართავენ.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310).

2 ოქტომბერს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესტორან „ფუნიკულიორში“ (მთაწმინდის პლატო) გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩო საქართველოში საზეიმო მიღებას გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა