ყოფილი დეპუტატი
კობა კობალაძე

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1986-1987 წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში;

სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად;

არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.

· არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი" , ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-);

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი;

· ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;

· ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი;

· ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი;

· მედალი "სამხედრო მამაცობისთვის.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიღება გამართა
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
შალვა პაპუაშვილი - ჟიული შარტავა არის თავდადების, მოყვასის სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
CIU-ში ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა
კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში TAPS-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა
კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში TAPS-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში გრძელდება
კობა კობალაძე აბუ-დაბიში TAPS-ის გლობალური ფედერაციის ფორუმზე იმყოფება
თემაზე: „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“ კონფერენცია გაიმართება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
კობა კობალაძემ საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს