ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი
კობა კობალაძე

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1986-1987 წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში;

სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად;

არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.

· არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი" , ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-);

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი;

· ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;

· ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი;

· ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი;

· მედალი "სამხედრო მამაცობისთვის.

ნანუკა ჟორჟოლიანი - დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ - რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია
ანა წითლიძე - კობა კობალაძის, კობა ლიკლიკაძის და მალხაზ თოფურიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარამიძე  - მივმართავ სამივეს: თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ!
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
კობა კობალაძე - 1992 წელს, დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს
კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე - სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ - თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს
კობა კობალაძე - ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები - აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით
გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში კობა კობალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
ირაკლი კობახიძე - მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა
„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
კობა კობალაძე - 2009 წლის 5 მაისს, ჟურნალისტებმა კინო „საქართველოსთან“ დამიბარეს, მივედი, ვაკვირდები, რომ გზაზე არ გადაადგილდება ტრანსპორტი, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს, ფილმს იღებენ, თურმე მიჭერენ
ლევან მგალობლიშვილი - ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების,  სასაზღვრო პოლიციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში