კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე - სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ - თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ. გადაცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომაც შეიძლება ყველას მოუვიდეს, მათ შორის, ჩვენც, უშეცდომო არავინ ვართ. მისმა ბრიყვულმა განცხადებამ მხოლოდ თითოეული ჩვენგანის გულისტკენა კი არ გამოიწვია, არამედ ეს იყო ჩემი ქვეყნის მშვიდობისკენ და კაცთმოყვარეობისკენ სწრაფვის შერყევის კიდევ ერთი მცდელობა, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი ბარამიძის განცხადება „სხვის და მტრის წისქვილზე წყლის დასხმა იყო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაგვადანაშაულეს იმაში, რომ წაკითხულს ან მოსმენილს ვერ აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ დაგვადანაშაულეს იმაში, რომ სისასტიკით გამოირჩევა როგორც ქართული მოსახლეობა, ასევე ქართული ჯარი, იმაზე ლოიალური, მოყვარული და გულიანი საზოგადოება, ვიდრე ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს, შეიძლება სადმე ძნელად მოიძიოთ. რის საფუძველზე მოხდა ეს უპასუხისმგებლო, სხვის და მტრის წისქვილზე დასხმული წყლის როლის შემსრულებელი განცხადება, ამაზე ალბათ, ჩემზე უფრო გაერკვევა ის შემადგენლობა, რომელიც ყველას დაეხმარება და ჩვენს მოწინააღმდეგესაც დაანახებს ჭეშმარიტებას.

სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ. გადაცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომაც შეიძლება ყველას მოუვიდეს, მათ შორის, ჩვენც, უშეცდომო არავინ ვართ. მითუმეტეს, ის ემოციური გარემო, რომელიც ჩვენს გარშემოა, ყველანაირად ხელს უწყობს იმას, რომ ზოგჯერ ემოციური ფონით უფრო იყო განწყობილი, ვიდრე კონტროლი გაუწიო ასოს და სიტყვას, მაგრამ ადამიანმა ღირსება და ადამიანური სინანული, ღვთისგან ბოძებული სინანული უნდა გამოხატოს იმ შეგრძნებაში, რომ ადამიანს შესწევდეს ვაჟკაცობაც და უნარიც, რომ აღიაროს თავისი არამართალი გამონათქვამი. თუ სჯერა რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს. თუ არადა, ჩემი აზრით, მისმა ბრიყვულმა განცხადებამ მხოლოდ თითოეული ჩვენგანის გულისტკენა კი არ გამოიწვია, არამედ ეს იყო ჩემი ქვეყნის მშვიდობისკენ და კაცთმოყვარეობისკენ სწრაფვის შერყევის კიდევ ერთი მცდელობა. სიმართლის გზა კიდევ ნათელი და სწორია“, - განაცხადა კობალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები