შალვა კერესელიძე – ჩვენი მიზანია თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ ხელშეწყობის გზები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონის სიძლიერის წინაპირობაა. ამ მიმართულებით, კენკროვანი კულტურების გაშენების დაფინანსება კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოსახლეობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხალხის ინფორმირებისთვის და პროექტის ფარგლებში მომსახურების ხარისხიანად მიწოდებისთვის. ჩვენი მიზანია, თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველჰყოფს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში, „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდას ხელს შეუწყობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს