ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ჭავჭავაძისა და ყოფილი ტურგენევის ქუჩების კვეთაში მცხოვრებლებმა აქცია გაიმართეს. შეკრებილების განცხადებით, 10 წლის წინ 60-მდე ოჯახმა აღნიშნულ ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობისთვის თანხა გადაიხადა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

აქციის მონაწილეებისთვის გაურკვეველია, რატომ შეფერხდა სამუშაოები. მათი თქმით, დაუსრულებელი მშენებლობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩნენ, რის გამოც საგამოძიებო ორგანოებს მიმართეს. მათივე განცხადებით, სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა პროცესები ჭიანურდება.

აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ.

„10 წელია სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. მივმართეთ პროკურატურას, ასევე სასამართლოს, თუმცა საქმის განხილვა ჭიანურდება. გავიგეთ, რომ დღეს უნდა გაიმართოს პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქციის მიზანია მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება და არ გაიწელოს სასამართლო პროცესები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიასაც სიმართლის დადგენისთვის, თუმცა უშედეგოდ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა