„ნაცმოძრაობის“ წევრი -  ბათუმში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანადგურებენ

ბათუმში, აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანადგურებენ, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურ ქუჩაზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ არსებობს. საუბარია შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, კორუფციული ნიშნები იკვეთება.

„რაც აქ ხდება, ეს არის დანაშაული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება, თუ არა აქ დიდი კორუფციული გარიგება, ვის ინტერესებში შედის, რომ თავიდან ბოლომდე განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? რა ინტერესი გააჩნიათ, რომ ასეთ შესანიშნავ ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგურო? მოუწოდებ ყველა ბათუმელს, ხმა აიმაღლონ და შეწყდეს ეს უკანონობა",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა