ქუთაისში მოკლული მამაკაცის დედის განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მოკლული მამაკაცის დედის განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. ლამარა სოფრომაძის თქმით, მისი შვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, მეზობლის გაღიზიანება კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

როგორც ლამარა სოფრომაძემ განაცხადა, კამათი საფიჩხიის სასაფლაოზე გაგრძელდა, რა დროსაც მის შვილს ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და გაიქცა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა