11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მონიტორინგის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტუქტურული პროექტები დაათვალიერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა და საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„2018 წელს ზუგდიდში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით 14 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, 3 789 100 ლარის ღირებულებით, ხოლო მიმდინარეობს 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, 5 935 419 ლარის ღირებულებით.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების მიზნით, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას”, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია