თელავში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

თელავში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე თვითნასწავლ მხატვარს - ელენე ლუხუტაშვილს მიულოცა.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მხატვარს ასევე მიულოცეს თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და თელავის მეორე სამუსიკო სკოლის სასწავლებლის წარმომადგენლებმა და აღსაზრდელებმა.

ელენე ლუხუტაშვილმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები დაათვალიერებინა. მისივე თქმით, დიდი ბედნიერებაა, როდესაც საზოგადოებას აინტერესებს ხელოვანის ნამუშევრები; სწორედ საზოგადოება აძლევს მას ძალას შექმნას რაიმე ღირებული და დაუტოვოს მომავალ თაობას.

89 წლის ელენე ლუხუტაშვილი 15 წლის ასაკიდან, ორიგინალური მეთოდით - შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტის და ქვიშის გამოყენებით ქმნის.

„ბავშვობაში საღებავები და ფანქრები არ მქონდა. ვფიქრობდი, რითი დამეხატა, რომ საღებავი არ დამჭირვებოდა. დავიწყე კენჭების შეგროვება და ნამუშევრების შექმნა. შემდეგ მივადექი ჭურჭლის ნამტვრევებს და ასე შეიქმნა ჩემი ბედნიერება“, - აცხადებს ელენე ლუხუტაშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თელავში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

თელავში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე თვითნასწავლ მხატვარს - ელენე ლუხუტაშვილს მიულოცა.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მხატვარს ასევე მიულოცეს თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და თელავის მეორე სამუსიკო სკოლის სასწავლებლის წარმომადგენლებმა და აღსაზრდელებმა.

ელენე ლუხუტაშვილმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები დაათვალიერებინა. მისივე თქმით, დიდი ბედნიერებაა, როდესაც საზოგადოებას აინტერესებს ხელოვანის ნამუშევრები; სწორედ საზოგადოება აძლევს მას ძალას შექმნას რაიმე ღირებული და დაუტოვოს მომავალ თაობას.

89 წლის ელენე ლუხუტაშვილი 15 წლის ასაკიდან, ორიგინალური მეთოდით - შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტის და ქვიშის გამოყენებით ქმნის.

„ბავშვობაში საღებავები და ფანქრები არ მქონდა. ვფიქრობდი, რითი დამეხატა, რომ საღებავი არ დამჭირვებოდა. დავიწყე კენჭების შეგროვება და ნამუშევრების შექმნა. შემდეგ მივადექი ჭურჭლის ნამტვრევებს და ასე შეიქმნა ჩემი ბედნიერება“, - აცხადებს ელენე ლუხუტაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს