მარნეულში  ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გაიხსენეს

დღეს, ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლაში, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გახსენების მიზნით, მოსწავლეების მონაწილეობით, ლიტერატურულ–დრამატული კომპოზიცია - „დაგვიანებული აღსარება“ დაიდგა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ დღეს - აფხაზეთის დაკარგვას მიეძღვნა, რომელსაც გამოეხმაურნენ, მე-X კლასის მოსწავლეები და თავიანთი დამოკიდებულება, მიწვეული სტუმრების წინაშე, თეატრალური წარმოდგენით გამოხატეს.

„მათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიებისა და შესწავლის შემდეგ, სცენაზე გააცოცხლეს ქართულ-აფხაზური, ისტორიული ერთიერთობის სურათები, საერთო ტკივილის, მონატრების, პატიებისა და გარე ძალების ჩარევის შედეგად ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ-დრამატულ წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული სკოლის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ სასიკეთოდ შეცვალონ ისტორია და ღირსეულად ემსახურან თავიანთ სამშობლოს.

დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მარნეულის საგანამანთლებლო რესურს-ცენტრის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო