ირაკლი ნადარეიშვილი - ქონების იძულებით ჩამორთმევის საკითხი აპრიორი ქონების უკან დაბრუნებასთან მიბმული არ არის

ქონების იძულებით ჩამორთმევის საკითხი აპრიორი ქონების უკან დაბრუნებასთან მიბმული არ არის - ქონება მხოლოდ იმ მესაკუთრეებზე ბრუნდება, რომელთა კეთილსინდისიერებაში გამოძიების შედეგების მიხედვით, ეჭვი არ დადგება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა გააკეთა.

როგორც ნადარეიშვილმა განმარტა, გარკვეული კატეგორიის არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ტალღას ამოეფარნენ და პროკურატურის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. პროკურორის თქმით, მთელ რიგ შემთხვევაში, გაყალბებული მიღება-ჩაბარების თუ სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.

“ის, რომ ქონება იძულებით არის ჩამორთმეული, აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ქონება აუცილებლად დაბრუნდება. დეპარტამენტის ერთი მიმართულება არის ის, თუ რამდენად კანონიერი გზებით იყო საკუთრებაში ქონება თავის დროზე. გამოძიების პირველი ეტაპია, თუ რამდენად კანონიერად ფლობდა მესაკუთრე ქონებას და შემდეგ რამდენად უკანონოდ გავიდა ქონება მესაკუთრის საკუთრებიდან - იყო ეს ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა თუ სხვა. შესაძლებელია დეპარტამენტის მუშაობის შედეგად დადგინდეს, რომ ქონების საკუთრებიდან გასვლის მომენტში ჩადენილი იყოს სხვადასხვა სახის დანაშაული, მაგრამ ასევე დადგინდეს, რომ თავის დროზე საკუთრება მოპოვებული იყო ყალბი მიღება-ჩაბარების აქტით. მაგალითად, მიწის ნაკვეთებზე უკვე გვქონდა ასეთი პრაქტიკა. ასეთი საქმეების გამოძიება შეწყდა და მომავალშიც შეწყდება! გარკვეული კატეგორიის არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები ეფარებოდნენ რა სამართლიანობის აღდგენისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ტალღას, მათ ისარგებლეს და ცდილობდნენ პროკურატურის შეცდომაში შეყვანას. მთელ რიგ შემთხვევაში გაყალბებული მიღება-ჩაბარების თუ სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს