პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით, მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე შიმშილობას იწყებს

პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით, მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე შიმშილობას იწყებს

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში და რამდენიმე წიგნის ავტორი ბესიკ მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს. ბესიკ მიქელთაძე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას აპროტესტებს. მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის მიუხედავად, შიმშილობას იწყებს, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტს ქუთაისში დატოვებენ. მიქელთაძე შიმშილობას პარლამენტის შენობასთან 3 ოქტომბერს დაიწყებს.

"მათი გადაწყვეტილება არის უგუნური და პროვინციული, ჩემი გადაწყვეტილება სწორი, რადგან პარლამენტი სჭირდება ქუთაისს და მისი გადატანა დამღუპველია ქალაქისთვის. ამიტომ ვაპროტესტებ და ვიწყებ მშრალ შიმშილობას, მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. იმედი მაქვს, შეცვლიან გადაწყვეტილებას და პარლამენტი ქუთაისში დარჩება", -განაცხადა ბესო მიქელთაძემ. მისვე თქმით, ოთხშაბათს პარლამენტთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ აქცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან პარლამენტის სრულად თბილისში გადმოსვლა იგეგმება.