რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეებმა ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს.

„ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: უკანონო თევზჭრის ფაქტი რუსთავში: მტკვარზე 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით მოიპოვეს

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს