ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბერში 80 526 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში 80 526 ლარის დაფინანსება გასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა 345 ბენეფიციარს გაუწია.

„42 729 ლარი 90 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 76 ბენეფიციარი 12197 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს, მერიის მიერ როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მცხოვრებისთვის დახმარების გაწევას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა