„ნაციონალური მოძრაობის" წევრი -  „ქართული ოცნების“ შტაბიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს უკანონო დავალებებს აძლევენ

„ქართული ოცნების“ შტაბიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს უკანონო დავალებებს აძლევენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ირმა ხოროიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის 64-ე საარჩევნო უბანზე წინასწარ შეადგინეს სია, ვინ იქნება არჩევნების მიმდინარეობისას ხალხის ნაკადის მომწესრიგებელი და საარჩევნო ყუთზე მეთვალყურე.

ირმა ხოროიშვილი მოითხოვს, ბათუმის 64 -ე საარჩევნო უბანზე ხელმძღვანელი პირები დაითხოვონ. ამასთან, ის მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება წინასწარ შედგენილ სიებთან დაკავშირებით.

„ბათუმის 64-ე საუბნო საარჩევნო კომისიიდან წამოვიღეთ დოკუმენტი, სადაც წინასწარ წერია, ვინ იქნება არჩევნებზე ნაკადის მომწესრიგებელი, ყუთის ზედამხედველი და რეგისტრატორი. კომისიის თავმჯდომარემ ჩვენ განგვიმარტა, რომ ინსცენირება გავაკეთეთო და ისიც დაადასტურა, რომ ინსცენირებას და თამაშს ყველა კომისიის წევრი არ ესწრებოდა. სია უბანზე შედგენილია, რომლის ვიდეო მასალაც არსებობს. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ ბათუმის 64-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები დაითხოვონ. ასევე, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, რატომ დატოვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიები და პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, ვის დავალებით მოახდინა ფუნქციების წინასწარ გადანაწილება და ვისი დავალებით ახორციელებდა სიის შედგენას უკანონოდ. ჩვენი ვარაუდით, ეს ხდება „ქართული ოცნების“ შტაბიდან", - განაცხადა ირმა ხოროიშვილმა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა