აქცია სახელწოდებით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები პარლამენტის თბილისში სრულად გადატანას აპროტესტებენ.

მათივე განცხადებით, არ დაუშვებენ შესრულდეს ეს გადაწყვეტილება.

„მიუხედავად ყველაფრისა, გვეგონა, პარლამენტს არ გადაიტანდნენ და ამ შანსს არ წაართმევდნენ ქუთაისს, რადგან ხელისუფლება ასე ექცევა ქუთაისს, ჩვენ არ მივცემთ უფლებას შეასრულონ ეს გადაწყვეტილება. აქ არის ჩვენი მომავალი და ქუთაისს სჭირდება პარლამენტი", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კამპანია „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო