სალომე ზურაბიშვილი  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის მოსახლეობას ხვდება

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც ჩემი მთავარი თემა იყო ტოლერანტობა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი ფასეულობა და რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, იმ აგრესიის მიუხედავად, რომელიც დღეს ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებობს და ძალიან ასუსტებს ჩვენს ქვეყანას შიგნიდანაც და გარედანაც. ასევე, გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე კულტურაზე, რადგან ამ რეგიონში, საზღვრისპირა მყოფ რეგიონში კულტურასა და იდენტობას აქვს დიდი დატვირთვა და ის, რომ ეს ხდებოდა მესხეთის თეატრში, რომელმაც აქამდე ცოცხალი მოიტანა ეს კულტურა, შეინარჩუნა ენა, ეს არის ძალიან დიდი საქმე და მინდა, რომ ამას ხაზი გაესვას, რადგან მე ვიქნები ამ კულტურის ელჩი ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებასთან და ასევე, ქვეყნის გარეთ, რადგან ჩვენი კულტურა არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ კულტურული საგანი, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი განუყოფელი საკითხი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში კულტურის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზეც.

"როგორც კულტურის ელჩი ვიქნები ყველა კუთხით, ეს იქნება ახალი არამატერიალური იუნესკოს სიაში რომ შევიტანოთ მაგალითად მესხეთის ტერასები, რომელიც მიმაჩნია, როგორც მეგრული ოდა, ეს ყველაფერი უნდა გავიტანოთ და დავარეგისტრირებინოთ, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლები და ასევე, როგორც ელჩი ვიმუშავებ იმაზე, რომ ჩვენს თურქ კოლეგებთან ტაო-კლარჯეთის პროგრამები განვავითაროთ კიდევ უფრო და ამაში გამოვიყენოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც უთუოდ უნდა იყვნენ ჩართულნი დაფინასებისა თუ ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით," - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო