რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი – რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1080 ტონა ყურძენი: მუჯურეთული და ალექსანდროული დაიკრიფა და ჩაბარდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით რაჭაში. დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირდა 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებს“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. ყურძნის მიმღები პუნქტები 9 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან.

ამასთან, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა