ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გაურკვეველი მიზეზების გამო რამდენიმე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუჩერდა.

აქციის მონაწილეებთან ერთად ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გუშინ ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში მოქალაქეები მოვიდნენ, რომლებიც განმარტებას ითხოვდნენ, რატომ შეუჩერდათ შემწეობა. მათი მტკიცებით, ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში გეგმურად ხდება სოციალურად დაუცველთა მონაცემების შესწავლა.

„განსაკუთრებული არაფერი ხდება. ასე იყო ერთი თვის წინაც. სოციალური დახმარება რამდენიმე დღით წყდება და არა ჩერდება. ქულების ხელახლა დათვლის შემდეგ ბენეფიციარს დახმარება აღუდგება",- განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს