ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა დავით გაბაიძეს კვლევის შედეგები გააცნეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძეს, სასწავლო პროცესების მენეჯერს მარიამ ხვიჩიასა და გოჩა მოსაშვილს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახუდიან აცნობეს. შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს აპარატში ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს.

„უახლოეს მომავალში აკადემიის წარმომადგენლობა ბათუმშიც გაიხსნება და ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. სასწავლო დაწესებულება, წინასწარი კვლევების საფუძველზე, საჯარო მოხელეებისა და სათანადო კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს აპარატში ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს. სწორედ მათზე დაყრდნობითა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები გადამზადების სპეციალურ, მათთვის გათვალისწინებულ გადამზადების კურსს გაივლიან.

აკადემიის წარმომადგენლებმა წინასწარი კვლევები ამ ეტაპზე 140 ორგანიზაციასა და უწყებაში ჩაატარეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს