„არემჯის“ წარმომადგენლებმა კაზრეთის და  ბალიჭის საბავშო ბაღებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს

დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშო ბაღები ახალ სასწავლო წელს ტრადიციულად სიახლეებით ხვდებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები საბავშვო ბაღებს პოეტ მაყვალა სიმონიშვილთან ერთად ესტუმრნენ, რომელმაც პატარებისთვის და ბაღის პედაგოგებისთვის ადგილზე საკუთარი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გამართა.

კომპანიის ინფორმაციით, „არემჯის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლისათვის, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებისათვის შეიძინეს საჭირო ინვენტარი, რომლისთვისაც კომპანიამ 10 000 ლარზე მეტი დახარჯა.

„ვულოცავ ორივე ბაღის აღსაზრდელებს და აღმზრდელებს სასწავლო წლის დაწყებას. ბაღი ის ადგილია, სადაც ბავშვი თავს ყველაზე უსაფრთხოდ და უზრუნველად უნდა გრძნობდეს. ყოველწლიურად ვცდილობთ ყურადღება არ მოვაკლოთ ამ პატარებს. წელს ორივე ბაღისთვის საჩუქრად შევიძინეთ თანამედროვე, მეთოდური მიდგომით დამზადებული ავეჯი. ასევე, სტუმრად ჩავიყვანეთ მაშავერელი პოეტი, რომელმაც ბაღებს საჩუქრად საკუთარი საბავშვო ლექსების კრებული გადასცა,“ - განაცხადა „არემჯის“ პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო