სოფელ ქვემო ხვითში საბავშვო  ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სწავლას აღსაზრდელები 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგნენ.

მათივე ინფორმაციით, ორჯგუფიან ბაღში ამ დროისთვის 46 ბავშვი სწავლობს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.

სააღმზრდელო დაწესებულება გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ბავშვებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

პატარებს სასწავლო წლის დაწყება ზღაპრის გმირებმა - მინი და მიკი მაუსმა, ანიმატორებთან ერთად მიულოცეს.

ბავშვებმა მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსგან სათამაშოებიც მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე გვაქვს. ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ისეთ პირობებს, როგორიც ამ ბაღშია შექმნილი. ვულოცავ პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ეს ადამიანები ბაღის გახსნას 28 წელი ელოდებოდნენ. წარმატებები და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა