გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქვახვრელის მოსახლეობას შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქვახვრელის მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლები იმ სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც უკვე განთავსდა ნაგვის ურნები, დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, მოეწყო გარეგანათება, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემები, მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები და სარწყავი არხის 350 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცის შედეგად მოიხსნა გასარწყავიანების პრობლემა.

ქვახვრელის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოფლის ერთ უბანში გარეგანათების მოწყობას ითხოვდა.

გორის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში გარეგანათების გარეშე დარჩენილი სოფლის ეს ერთი უბანიც განათდება და ქვახვრელში მცხოვრები 670–მდე ოჯახი პირველად მიიღებს ბუნებრივ აირს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის სკოლაც დაათვალიერეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს