ანონსი  4 ოქტომბერი

4 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცერი კონფერენციას „არბიტრაჟის დღეები 2018“ გახსნიან. საკონტაქტო პირი: 591650500 სოფიო მაქაცარია

4 ოქტომბერს 09:45 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა გახსნის ფორუმს „EU4Energy მმართველობა: მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე“.

მის.: ვარდების მოედანი #1

4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში ზაზა სარალიძე დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი განახლებული მონაცემთა ბაზებითა და თანამედროვე სტანდარტებით კავკასიის სეისმური საფრთხის რუკების პრეზენტაციას გამართავს.

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „2020NEWS“-ის პრესკლუბში ადვოკატი მარიამ შათირიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მსჯავრდებულებთან დაკავშირებული პრობლემები და სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მიმდინარე პატიმრების აქცია.

მის.: პეკინის 34/ყაზბეგის 4, ბიზნეს ცენტრი „საბურთალო“, მე- 3 სართული

საკონტაქტო პირები: მარიამ შათირიშვილი - 558 500 358; მერი კობიაშვილი - 577 749-729

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია თავის უფროს მრჩეველს, ISET-ის ყოფილ პრეზიდენტს, ერიკ ლივნის წარადგენს.

მის.: ჩუღურეთი, პაატა სააკაძის #1; კავკასიის უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595519451

4 ოქტომბერს,11:00 საათზე, სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: სამოგზაურო დაზღვევის გარეშე საქართველოში შემოსული ტურისტები, რომლებიც ადგილობრივ კლინიკებს „აყაჩაღებენ“, მომსახურებას იღებენ, თუმცა თანხას არ იხდიან. კონკრეტული ისტორიები და სასამართლო დავა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტია "ევროპული საქართველოდან", მერაბ მეშველიანი, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში არსებული მდგომარეობა.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

4 ოქტომბერს, 11:30 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს topnews.com.ge-ს პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს.

თემა: ქუთაისის საკრებულოს წევრის გიორგი უკლებას ცემიდან 10 დღეზე მეტი გავიდა.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

4 ოქტომბერს, 11:30 საათზე, “საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შემოდიან და კლინიკების „დაყაჩაღება“, რომლებსაც სახელმწიფო ავალდებულებს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მათ უფასოდ მოემსახურონ, სახელმწიფოს ვალდებულებები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

4 ოქტომბერს, 12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უპასუხებს და ქუთაისში ინფრასტრუქტურის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული.

საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

თემა: „საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოში“.

4 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

მის: უზნაძის 52

4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა : რეიტინგების კვლევის პრეზენტაცია

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

4 ოქტომბერს, 16.00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

მის.: ქეთევან დედოფლის #96

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ კონფერენცია ჩატარდება. თემა: „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება”.

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებულ „მურადას კლუბში“, „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ ბავშვებისათვის ინტერაქტიულ-შემეცნებით ღონისძიებას გამართავს და ცხოველთა თავშესაფრის ბინადარ, დაკარგული ცხოველების გაჩუქების აქციას მოაწყობს.

საკონტაქტო პირი ნატა უზუნაშვილი - 557 514-566

4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების განრიგი

14:00 საათზე, საგარეჯოში (კულტურის სახლი, აღმაშენებლის N 13)

16:00 საათზე გურჯაანში (კულტურის სახლი, აღმაშენებლის N 13)

18:00 საათზე ყვარელში (კულტურისა სახლი ვაჟა-ფშაველას N2)

4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

მის: არაყიშვილის ქუჩა #3, IV სართული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს