პანკისის ხეობაში სირიაში ტოხოსაშვილების ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში სირიაში პანკისელი ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, ხეობის სოფლებში, ჯოყოლოსა და ბირკიანში, დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დღეს დილიდან იღებენ. 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.

არსებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით 4 წლის წინ წავიდა.

კახა ტოხოსაშვილი ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 30-მდე პანკისელი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა