აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალზე, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე განათების სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მერიიდან აცნობეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად გარეგანათების ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს გაეცნო.

„გამოყენებული იქნება განათების უახლესი ენერგოდამზოგი და გამძლე ტექნოლოგია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 394 511 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „აკაენერჯი“ და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა