აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 24-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. პირველ საკითხად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება დაამტკიცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დებულების პროექტი, რომელიც საკონკურსო კომისიამ პირველ სხდომაზე შეიმუშავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა, ბიურომ ერთხმად დაამტკიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა