აბაშის მერი ლევან მაკალათია პირველი ბაგა-ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია პირველი ბაგა-ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

მერმა ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აღსაზრდელთა უსაფრთხო გარემოს მდგომარეობით დაინტერესდა.

მისი თქმით, უსაფრთხოება ბაღებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ლევან მაკალათია ზოგადად, აბაშის თითოეულ საბავშვო ბაღში მიდის და არსებულ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.

შეხვედრის მიზანი პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი განხორციელების გზების ძიებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს