ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი  ხანძარი  ლიკვიდირებულია

ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 6 ერთეული სახანძრო ტექნიკა იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.