თორნიკე რიჟვაძე შეიხ ალ ნეჰაიანს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნეჰაიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხი აჭარაში მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში აზიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის ხედვები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ბიზნესის წარმოების მიმართულებით არსებულ ხელსაყრელ და მიმზიდველ გარემოზე.

შეიხ ალ ნეჰაიანმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მისი თქმით, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა და იგი მზადაა ახლო მომავალში საქმიანი ვიზიტით, ბიზნეს ჯგუფთან ერთად, დაბრუნდეს აჭარაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს