რუსთავში კათოლიკური ეკლესია იხსნება

რუსთავში კათოლიკური ეკლესია იხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს, იტალიურმა საინფორმაციო სააგენტომ „ACI Stampa (www.acistampa.com), რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა, ვრცელი სტატია მიუძღვნა რუსთავში, „გულმოწყალე იესოს“ სახელობის მშენებარე კათოლიკური ტაძარს, რომელიც ადგილობრივი კათოლიკე თემის მოთხოვნით შენდება, ინტენსიური ხასიათი კი რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის შემდეგ მიიღო. 2016 წელს, რუსთავის კათოლიკე მრევლმა და სასულიერო დასმა „გულმოწყალების კარიბჭე“ გახსნა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ხსენებული ტაძრის აშენება ვერ ხერხდებოდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და თბილისში რომის პაპის ვიზიტის შემდეგ შექმნილი დადებითი გარემოს შემდეგ, როცა თბილისის ეპისკოპოსი და კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ჯუზეპე პაზოტო, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარესა და ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, რუსთავის მერს შეხვდნენ, კათოლიკური ეკლესიის სხვა ადგილზე აშენება გადაწყდა“.

აღსანიშნავია ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმება - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, რუსთავში, მოთხოვნილი 500 კვ.მ-ის ნაცვლად, 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებისა და ეკლესიის აშენების უფლებით. მოგვიანებით, ამ შეთანხმებაზე თანხმობა გასცა რომის პაპმა და დამტკიცდა სამთავრობო დადგენილებით.

2018 წლის 7 თებერვალს, რუსთავში, ლათინ-კათოლიკეთა თემის „გულმოწყალე იესოს“ სახელობის მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ ჩაიდგა პირველი სიმბოლური ქვა, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოში ვიზიტის დროს აკურთხა. ტაძარში თავისი ადგილი დაიკავა კარიბჭემაც, რომელშიც, სიმბოლურად, პირველად რომის პაპმა ფრანცისკემ შეაბიჯა.

რუსთავის „გულმოწყალე იესოს“ ტაძრის საზეიმო კურთხევა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა