პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს

ყირგიზეთის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-17 საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ.

საშემოდგომო სესია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა მიმოიხილა და ეუთო-ს პრინციპების დაცვის ვალდებულებებზე ისაუბრა. როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთო-სადმი ნდობის შემცირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორგანიზაციის იმიჯს, არამედ იგი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფოებს შორის დიალოგის და სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის პროცესზე, რომლის მაგალითსაც საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის კონფლიქტი წარმოადგენს.

„ეუთო-ს გავლენის გაძლიერებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ახალი გზების ძიებას, რათა საპარლამენტო დიალოგის ფარგლებში მეტი ინკლუზიური მუშაობა წარიმართოს და ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო ასამბლეის 300-მდე დელეგატს, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და პარლამენტის სპიკერი, დასტანბეკ დჯუმანბეკოვი მიესალმნენ. სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, ყირგიზეთის დედაქალაქში თემაზე - „უსაფრთხოების დიალოგის ხელშეწყობა ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს გარეთ“ საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება.

ბიშკეკში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ესწრება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია