ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ესტონეთის დელეგაცია იმყოფებოდა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი ხელმძღვანელობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პრაქტიკულ სემინარში ქართველი და ესტონელი საჯარო მოსამსახურეები, ადგილობრივი მეწარმეები, მასწავლებლები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

სემინარი ევროპული ინტეგრაციის თემას შეეხებოდა და ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორმა იან რეინჰოლდმა და დელეგაციის სხვა წევრებმა თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს შეკრებილ საზოგადოებას. დასასრულს კი ოთხი თემატური სემინარი გაიმართა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეწარმეობას, განათლებისა და მედიის თემას მიეძღვნა.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ევროპასთან. მოგეხსენებათ, ესტონეთს დიდი გამოცდილება აქვს ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებისა და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი შეხვედრა მასშტაბური და მეტად ნაყოფიერი იყო, რადგან მას ესტონელ სტუმრებთან ერთად იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა