თორნიკე რიჟვაძე პედაგოგებს - განუზომლად დიდია თქვენი როლი ქვეყნისა და რეგიონის წინსვლის საქმეში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის კულტურის სახლში შეკრებილ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. რიჟვაძის თქმით, ძალიან დიდია პედაგოგთა როლი ახალი თაობის სწორად აღზრდისა და ხარისხიანი განათლების მიღების საქმეში, რასაც ეფუძნება ქვეყნის მომავალი.

„განუზომლად დიდია თქვენი როლი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლის, განვითარების საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მეტად საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის. გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს”, - აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მილოცვისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რომელიც დაწყებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.

ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პედაგოგებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო