დავით უსუფაშვილი - ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ მმართველობს

ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ გაუმკლავდა ხელისუფლებას, ვერ მმართველობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს გაზრდილია ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება ივანიშვილზე, რის გამოც საქმეები გვარდება ისე, როგორც ეს „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში მოხდა.

„ბოლო ამბები, „ომეგასთან“ თუ ყიფიანთან დაკავშირებული და სხვები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში საქმე არის ცუდად და ყოველდღე ხდება უფრო ცუდი. ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ გაუმკლავდა ხელისუფლებას, ვერ მმართველობს, ვისაც ევალება გადაწყვეტილებების მიღება, ისინი ამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ეს პრობლემა აშკარად პროგრესირებადი აღმოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ შემცირებოდათ ივანიშვილზე დამოკიდებულების ხარისხი, ეს პროცესი პირიქით წარიმართა და მიაღწია იმ ნიშნულებს, როდესაც ასე გვარდება საკითხები ქვეყანაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დავით უსუფაშვილი - ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ მმართველობს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია