უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, მეწყრული პროცესების გამო სამანქანო მოძრაობა რამდენიმე სოფელში შეუძლებელია.

უწყების ცნობით, შექმნილია საგანგებო შტაბი და გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

„უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები განვითარდა. სოფელ ზედა ერგეში ჯიმშერ ომერაძის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოწვა ქვის ლოდი. სოფელ მახოში ანზორ დუმბაძის საცხოვრებელი სახლის კედელზე ჩამოწვა მიწის მასა. ასევე, სოფელ თხილნარში შერვაშიძეების დასახლებაში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც შეზღუდულია სამანქანო მოძრაობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და მოკლე დროში დასრულდება",- განაცხადეს ხელვაჩაურის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო