ფესტივალი „განდაგანა“ ხვალისთვის გადაიდო

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც ბათუმში დღეს უნდა გამართულიყო უამინდობის გამო გადაიდო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს,

ფესტივალი ევროპის მოედანზე 6-7 ოქტომბერს ჩატარდება. მცირედი ცვლილებებია მუსიკალურ პროგრამაშიც. ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრები, რომლითაც ფესტივალი უნდა დახურულიყო 7 ოქტომბრის ნაცვლად, ხვალ გაიმართება. უცვლელი რჩება ფესტივალის ძირითადი პროგრამა.

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

„ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები“- სა და „შუახევი“-ს ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 7 ოქტომბერს, ფესტივალი ბენდების „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ მუსიკალური პროგრამით დასრულდება.

ორივე დღის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. კვირას გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა