ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქცია მართავენ

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქცია მართავენ. მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინალი სპილენძის კონცენტრატის და ძვირფასი ლითონის იმპორტ- ექსპორტს ახორციელებს და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი და სუნი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მათივე თქმით, პრობლემა მძიმე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიცაა.

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ამ ტერმინალიდან საშინელი მტვერი იფრქვევა, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აქედან გაგვასახლონ. ამ ქუჩაზე მუდმივად მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები გადაადგილდება და საშინელი ხმაურია. ფანჯრების გაღების საშუალებაც კი არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მაია ადეიშვილმა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფოლდება.

"კავკასიური მეტალის ტერმინალის" იურისტის, გიორგი ყოფურიას თქმით, საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა