ძლიერმა ქარმა რუსთავში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, დააზიანა განათების ბოძები და ავტომანქანები

ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. ქარმა გარეგანათებისა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, წააქცია მრავალწლოვანი ხეები, დააზიანა ავტომანქანები და საცხოვრებელი სახლის სახურავი.

კონსტიტუციის ქუჩა #14-ში ხე მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას დაეცა, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. ქარმა ხეები წააქცია ყაზბეგის #19-ში და ვაჟა-ფშაველას #6-ში, სადაც გზა ჩაიხერგა. ძლიერი ქარისგან წაქცეული ხეებისგან გაწმენდით სამუშაოებს, შეტყობინების ადგილებზე ,,რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები აწარმოებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა