გორში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

გორში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორიც მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შიდა ქართლის 361 წარმატებული მოსწავლიდან, 206 გორის მუნიციპალიტეტიდან არის. დაჯილდოების ცერემონია გორის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ოთხივე მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ნიჭიერი მოსწავლეების ახლობლები ესწრებოდნენ.

კომპიუტერები მოსწავლეებს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილესთან გიორგი შალუტაშვილთან ერთად გადასცა.

„მე ამაყი ვარ, რომ რეგიონის წარმატებული ახალგაზრდების უმრავლესობა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეა. თითოეულმა მათგანმა ზოგადი განათლების საბაზისო საფეხური წარჩინებით დაამთავრა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას“, - აღნიშნა გორის მერმა.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერების ხელშეწყობა. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი ყველა ნიჭიერ მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო